1USD   =2.2471
1EUR   =2.4965
100RUB   =4.0333


სიახლეები
კომპანია „ელ+“ დაფუძნდა 2005 წელს. იგი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური და მრავალფეროვანი უსაფრთხოების მოწყობილობებისა და სისტემების იმპორტიორ კომპანიას საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო სპექტრს მოქნილი სერვისითა და კონკურენტუნარიანი ფასებით. 2005 წლიდან მოყოლებული ჩვენი კომპანია მოემსახურა 4000-მდე კომპანიას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

ჩვენი კომპანია უსაფრთხოების სფეროში მრავალი მიმართულებით მუშაობს. მათ შორისაა: სახანძრო უსაფრთხოების მოწყობილობები და სისტემები, ავტომატური ხანძარქრობის სისტემები, ვიდეომეთვალყურეობის მოწყობილობები და სისტემები, დაცვითი სისტემები, სამაშველო აღჭურვილობები, საყვინთი სისტემები და აღჭურვილობები, მთამსვლელთა ეკიპირება, საწყლოსნო-სამაშველო ტრანსპორტი, გემის უსაფრთხოების მოწყობილობები და ა.შ.
შ.პ.ს. „ელ+“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებმაც შესაბამისი მომზადება გაიარეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა; შვეიცარია, გერმანია, თურქეთი და სხვა. დღეს შ.პ.ს „ელ+ ერთ–ერთი მოწინავე კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომლის წარმატების საიდუმლო, ერთის მხრივ, ხარისხიანი პროდუქციით, რელევანტური ფასებითა და სერვისის მაღალი დონით კმაყოფილი მომხმარებელია, ხოლო, მეორეს მხრივ, კომპენტენტური კადრების მომსახურება წარმოადგენს, რომელთა კვალიფიკაციის ხარისხი სისტემატიურად იხვეწება მწარმოებელ ფირმებში ტრენინგებისა და გადამზადების საშუალებით.

კომპანია „ელ+“ პარტნიორები არიან სხვადასხვა სახის ტექნიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების წამყვანი მწარმოებლები მსოფლიოში:

ResQtec, Scorpe, coltrisub, MKU, Gumotex, TECHNOLEN, Glutton Meikang Fire, Jianli Fire, Jin Dun Fire, და ა შ.


ვიდეო
                    



საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის
_
მოგესალმებათ ELPLUS!