+(995 32) 25 000 52
კომპანია ელპლუსი 2005 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში მან უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელა სხვადასხვა სექტორის მიმართულებით:
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკავლიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ელპლუსი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება დაიწყო და განავითარა.
ელპლუსის საწარმო აქტიურად 2020 წლიდან ფუნქციონირებს. დღეს, ტერიტორია უკვე 4 განსხვავებულ სივრცეს მოიცავს: კარის წარმოება, ცეცხლმაქრების წარმოება, მეტალის პროდუქციის წარმოება და სამღებრო.
საწარმოში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან დასაქმებული, რომელთაც მრავალპროფილური სამუშაო გამოცდილება აქვთ. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.
აღსანიშნავია, რომ ელპლუსის საწარმოში, პროდუქცია მხოლოდ სერტიფიცირებული მასალისგან და ევროპული სტანდარტების დაცვით იქმნება. ჩვენთან წარმოებულმა ცეცხლგამძლე კარმა ევროპის ლაბორატორიის ტესტ-რეპორტი გაიარა. კარი 41-ე დადგენილების ყველა მოთხოვნას პასუხობს. კომპანია კი ISO9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია.