ლითონის კონსტრუქციების წარმოება

კომპანია ელ+ -ის ქარხანამ ფუნქციონირება აქტიურად 2020 წლიდან დაიწყო. ქარხანაში ვაწარმოებთ ლითონის კონსტრუქციებს, უმეტესად სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენი ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური იაპონური ბრენდის მეტალის ჭრისა და ღუნვის დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ მრავალი სხვადასხვაგვარი რთული დიზაინის პროდუქცია.

ქარხანაში გვაქვს ცეცხლმაქრის წარმოების ხაზი, რომლის საშუალებითაც მასიურად ვაწარმოებთ ცეცხლმაქრებს. ცეცხლმაქრები იწარმოება ევროპული სტანდარტი EN 3_ის მიხედვით. ცეცხლმაქრის წარმოების ხაზი მოიცავს წყალში და წნევაზე ტესტირების დანადგარებს, რომელთა დახმარებითაც უზრუნველვყოფთ ჩვენი წარმოებული ცეცხლმაქრების მაღალ ხარისხს.

ქარხანა აღჭურვილია ელექტროსტატიკური ღებვის ღუმელით, რომლის საშუალებითაც იღებება ყველა ჩვენი პროდუქცია. ღებვის პროცესში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ფხვნილოვანი საღებავები, ნაკეთობა გადის თერმულ დამუშავებას, საღებავი თანაბრად ნაწილდება მთელ ზედაპირზე და დიდი ხნის გამავლობაში იარჩუნებს პირვანდელ სახეს.