„ელპლუსისგან“ საჩუქარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს

05 05 2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ელპლუსისგან“ საჩუქრად 300 ერთეული ქართული წარმოების, 6 კგ-იანი ცეცხლმაქრი უსასყიდლოდ გადაეცა.

 

ცეცხლმაქრების გადაცემის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. კომპანია "ელპლუსის" წარმომადგნელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი შეხვდენ და საქართველოში წარმოებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. 

 

ცეცხლმაქრები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მზადდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად. „ელპლუსი“ ევრო ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს სხვადასხვა ტიპის სახანძრო ინვენტარს, მათ შორის: ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარს, სახანძრო კარადებს და ა.შ. კომპანიის ქარხანა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.

 

 

#საქართველოს მთავრობა