ცეცხლმაქრის გამოყენების ინსტრუქცია და მისი განთავსების სტანდარტები

01 06 2020

 

ხანძრის დროს, ცეცხლმაქრი პირველი, ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა ცეცხლის ჩასაქრობად.

როგორ გამოვიყენოთ?

 

 

აუცილებელია ცეცხლმაქრი განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას, რადგან საჭიროების შემთხვევაში იყოს ადვილად ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ არსებობს დადგენილი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ცეცხლმაქრების განთავსების ადგილსა და რაოდენობას.

 

ცეცხლმაქრის განთავსებასთან დაკავშირებული სტანდარტები:

მნიშვნელოვანია ცეცხლმაქრი განთავსდეს ისეთ ადგილას, რომლამდეც მაქსიმალური სავალი მანძილი იქნება 23 მეტრი.  ერთ ცალ უნივერსალურ ცეცხლმაქრს შეუძლია 280 მეტრ კვადრატი ფართობის იატაკის დაფარვა. (საქართველოს მთავრობა, 2016)

პორტატული ცეცხლმაქრები რეკომენდირებულია ჩამოიკიდოს საკიდებზე და განთავსდეს კედელზე. არსებობს ცეცხლმაქრის კედელზე დაკიდების განსაზღვრული მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია.

  • 18 კგ ან ნაკლები წონის ხელში დასაჭერი პორტატული ცეცხლმაქრები ისე უნდა მოეწყოს, რომ მათი თავები არ სცდებოდეს იატაკს 1,5 მ-ზე მეტად;
  • 18 კგ-ზე მეტი წონის ხელში დასაჭერი პორტატული ცეცხლმაქრები ისე უნდა მოეწყოს, რომ მათი თავები არ სცდებოდეს იატაკს 1,1 მ-ზე მეტად.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ცეცხლმაქრის იატაკზე განთავსება, აუცილებელია, რომ ხელში დასაჭერი პორტატული ცეცხლმაქრის ძირსა და იატაკს შორის მანძილი არ იყოს 10 სმ-ზე ნაკლები. ამ მოთხოვნის დასაცავად გამოიყენება პლასტმასის სადგამი. (საქართველოს მთავრობა, 2016)